პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით, 30 ივლისიდან 3 აგვისტომდე ქართულ-უნგრული მეგობრობის ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება

,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი” თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის.

👉🏻 პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით, 30 ივლისიდან 3 აგვისტომდე ქართულ-უნგრული მეგობრობის ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება.

📌 ბანაკი ქართველ ახალგაზრდებს ევროპული გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. ისევე როგორც, ეს პროექტი უნგრელ ახალგაზრდებს ქართულ გამოცდილებას გაუზიარებს.

🔵 ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება ტრენინგები და სემინარები, რომლებიც კონცენტრირებული იქნება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და თანამედროვე ევროპული მიდგომები რეგიონული განვითარების მიმართულებით.

➡️ 2025 წლის 17 ივნისს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ფართომასშტაბიან პარტნიორობას, რომელიც მოიცავს ერთობლივი კონფერენციებისა და პროექტების განხორციელებას, მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების ორგანიზებასა და ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობას განათლების, კულტურის, სპორტისა და მოხალისეობის მიმართულებით.

🔹 თანამშრომლობას საფუძვლად უდევს საერთო რწმენა, რომ ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების უწყვეტი გაცვლა ქმნის მყარ საფუძველს მომავალი წარმატებისთვის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა