ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ლაშა ცანავა მისი მეგობარია და სიცოცხლის ფასად იცავდა მას ტიტუშკებისგან.
„ ეს კაცი ჩემი ძმაკაცია და არც ერთ ბრძოლაში არ დავუტოვებივარ კი არა, ჩემს წინააღმდეგ ტიტუშკის მოქნეულ – ქვას, ხელს, ხელკეტს მის თავსა და მუშტს უშვერდა!!! სიცოცხლის ფასად მეფარებოდა ყველა ჯერზე და მხოლოდ ამიტომ მოუწყვეს პროვოკაცია!!!!
წესიერი კაცია, მშრომელი – ოჯახი და შვილები, რომ გამოეკვება დაცვაში მუშაობდა, ღამეებს ათენებდა, მძღოლადაც მუშაობდა რიგ შემთხვევაში და შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან…
დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, ამაში დანაშაული სად არის?! იუსტიციის სახლთან ასეთი დახმარების შეთავაზებით ასობით ადამიანი დგას და მუშაობს. მაგრამ, ლაშა “სუსის” აგენტ-პროვოკატორი მიუგზავნეს და კამერით გადაუღეს. საზოგადოება კარგად ხედავს ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას – შიდა თუ გარე მტრის მიერ. არ დავიღლები და ვერც ამ ფორმით გამტეხთ!!!!თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს და გვარს დავემალები ძალიან შემცდარა!!! ძმობა, მეგობრობა და კაცობა უპირველეს ყოვლისა“,-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.