პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე – ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.

     ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის – ცოტნე ანანიძის კანდიდატურას. 

    სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს – დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს  წარმატებები უსურვეს.

   ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე. 

  ფრაქცია „ქართული ოცნება“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.