პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.

დეპუტატი, მარკო რუბიოს მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განხორციელებულ სატელეფონო ზარს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას უწოდებს და გამოთქვამს იმედს, რომ საქართველო-ამერიკას შორის პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება.

„ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა, მაგრამ ეს არ მომხდარა ისე, რომ რუბიოს უცებ გაახსენდა საქართველო და დარეკა. ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები. გახსოვთ ალბათ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მამუკა მდინარაძე იმყოფებოდა აშშ-ში. შემდეგ იყო ვიზიტები საგარეო საქმეთა მინისტრის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ასევე, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი და შეხვედრები პრეზიდენტთან და ამერიკის მაღალ პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო გაკეთებული ღია განაცხადი, რომ საქართველო მზად არის, მოხდეს გადატვირთვა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში. იყო მზაობა, მრავალი საქმიანი და შედეგიანი ვიზიტები და ადეკვატურია როცა მზაობა ორმხრივია, იქნება ორივე მხრიდან ვიზიტებიც და სატელეფონო ზარიც. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როცა ბატონი რუბიო ახორციელებს ზარს პრემიერ-მინისტრთან და აქვთ გულწრფელი საუბარი. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი გველესიანი: მე მოღალატეები გარკვევით ვუწოდე იმ პოლიტიკურ პარტიებს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც არაერთგზის შემჩნეულნი არიან ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობაში – თქვენ ღალატობთ ჩვენს ქვეყანას, ღალატობთ თქვენს ამომრჩეველსაც, თქვენ იმ ხალხსაც კი ღალატობთ, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ პროტესტის გრძნობა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასთან

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საფრანგეთში ვითარება იმდენად დაიძაბა, საპროტესტო გამოსვლებში მეხანძრეებიც ჩაერთნენ. ბელგიაში აქციები ისევ არეულობაში გადაიზარდა. ამ ფონზე, საქართველოში პაველ ჰერჩინსკი კვლავ ჩვენი ქვეყნის მძიმე დემოკრატიულ მდგომარეობაზე გვესაუბრება და საქართველოს საკითხის მკაცრ განხილვას გვიანონსებს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.