პოლიტიკა

“თაღლითი”, “ჩვეულებრივი მაქინატორი“ – პაპუაშვილი ბაჩიაშვილზე 

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი “თაღლითი” და “ჩვეულებრივი მაქინატორია” . პაპუაშვილის მტკიცებით, ბიზნესმენის სი­ტყვის მი­მართ და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

„სა­სა­მარ­თლოს მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი არის თაღ­ლი­თი, რო­მელ­მაც მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი მი­ი­სა­კუთ­რა, შემ­დეგ მან­ქა­ნა იყი­და, გა­და­ა­კე­თა, საბარგულში ჩა­ი­მა­ლა და სა­ზღვა­რი ასე გა­დაკ­ვე­თა. არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მაქინატორი, თა­ვა­დაც არ უნდა უკ­ვირ­დეს, რომ მისი სი­ტყვის მი­მართ დამაჯერებლობა ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა უყუ­რებს და ხე­დავს, ვინ არის პი­როვ­ნუ­ლად, ქცე­ვით და თა­ვი­სი დანაშაულით და­ნარ­ჩენს სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს და და­ად­გენს“, – გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

გიორგი ბაჩიაშვილი  სასამართლოს პირველ  ჩვენებას აძლევს. ის მოსამართლეთა კოლეგიას უყვება,  რომ ბრალდება რომლის გამოც ციხეში გამოკეტეს აბსურდულია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის  ვალი არასდროს ჰქონია და მასთან არც საერთო ბიზნესს არ ფლობდა, ხოლო მისი დასჯა პოლიტიკური შეხედულების გამო ხდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა