პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ვხედავთ, თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, თუ როგორი გალამაზებულია ის. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახი კალაძე გააგრძელებს ამ საქმიანობას

ვხედავთ, თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, თუ როგორი გალამაზებულია. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კახი კალაძე გააგრძელებს ამ საქმიანობას, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა კახი კალაძესთან დაკავშირებით.

მაჭავარიანის თქმით, ქალაქში, რა თქმა უნდა,

პრობლემები რჩება, თუმცა კახი კალაძეს მათ მოსაგვარებლად გააჩნია სწორი ხედვა. „ვხედავთ თუ როგორ შეიცვალა ამ 8 წლის განმავლობაში თბილისი, თუ როგორი გალამაზებულია. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იგი გააგრძელებს ამ საქმიანობას. მან იცის აბსოლუტურად ყველა პრობლემა, რაც არის დედაქალაქში და რა თქმა უნდა, პრობლემები რჩება, თუმცა კახის აქვს სწორი ხედვა ამ პრობლემების აღმოფხვრასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა