პოლიტიკა

სოზარ სუბარი: როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ემოციის გარეშე მოსმენა – ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს მნიშნელოვანია არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ, მომავლის პრევენციისთვის, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, გაწეული სამუშაო შეაფასა.

მისი თქმით, საზოგადოებაში დიდი მოლოდინი იყო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, რაც დოკუმენტში აისახა. სუბარმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ დასკვნაში არსებული ფაქტები მნიშვნელოვანია არამხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ, მომავლის პრევენციისთვის, რათა მსგვასი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდეს.

“უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, ძალიან დიდი იყო მოლოდინი საზოგადოებაში და მგონია, რომ ეს მოლოდინი აისახა. აქ ვართ ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი თითქოს ვიცოდით, მაგრამ, როდესაც ვუსმენდით დაზარალებულებს, თითოეული ჩვენგანისთვისაც ეს განცდა იმდენად მძაფრი იყო, ის საშინელება ისე ცოცხლდებოდა, რომ წარმოუდგენელი იყო ამ ყველაფრის მოსმენა ემოციის გარეშე და ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად ასახულია დასკვნაში. რა თქმა უნდა, ადამიანური განცდა დაწერილ ტექსტში ვერ გადმოვა, მაგრამ ფაქტები ასახულია და ეს არის ძალიან მნიშნელოვანი არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ, მომავლის პრევენციისთვის, რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მსგავსი რამ და არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას.” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა