პოლიტიკა

რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

კინორეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ელდარ შენგელაიამ უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და „შერეკილები“ (1973).

კინორეჟისორს 1988 წელს მიენიჭა სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1998 წელს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. ის ასევე ფლობდა წმიდა გიორგის ოქროს ორდენს, რომელიც 2013 წელს გადაეცა, ასევე 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ელდარ შენგელაია ასევე ფლობდა შრომის წითელი დროშის ორდენს, ლენინის ორდენს და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა