თანამდებობიდან ნებაყოფლობით არ გადავმდგარვარ. იძულებული გავხდი, წავსულიყავი. ავსტრიაში გაქცევისას უსაფრთხოებას ველოდი. ამის ნაცვლად, დაშინების ატმოსფერო დამხვდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა შესაძლო გატაცების შესახებ გამაფრთხილეს და ვენაში შევნიშნე, რომ მამაკაცები მომყვებოდნენ, ზოგიერთი მათგანი ჟურნალისტად ასაღებდა თავს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, კირილ შევჩენკო, X-ზე წერს.
შევჩენკო, რომელიც უკრაინის ერვონულ ბანკს 2020 წლიდან 2022 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა, აცხადებს, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე, ვოლოდიმირ ზელენსკი წინააღმდეგობის სიმბოლოდ რჩება, თუმცა, ქვეყნის შიგნით, კორუფციასა და ფესვგადგმულ პოლიტიკურ ელიტასთან ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს.
“თანამდებობიდან ნებაყოფლობით არ გადავმდგარვარ. იძულებული გავხდი, წავსულიყავი. ავსტრიაში გაქცევისას უსაფრთხოებას ველოდი. ამის ნაცვლად, დაშინების ატმოსფერო დამხვდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა შესაძლო გატაცების შესახებ გამაფრთხილეს და ვენაში შევნიშნე, რომ მამაკაცები მომყვებოდნენ, ზოგიერთი მათგანი ჟურნალისტად ასაღებდა თავს. ჩემს სახელთან დაკავშირებული ავსტრიული ფულის გათეთრების გამოძიება 2023 წლის ივნისში ჩუმად შეწყდა, რამაც კიევის საქმესთან დაკავშირებით ეჭვები გაამძაფრა. საერთაშორისო ასპარეზზე, ზელენსკი წინააღმდეგობის სიმბოლოდ რჩება, რომელიც რუსეთის მიერ სამხედრო ალყაში მოქცეულ ქვეყანას ხელმძღვანელობს. თუმცა, ქვეყნის შიგნით, უკრაინა კვლავ ებრძვის კორუფციას და ფესვგადგმულ პოლიტიკურ ელიტას. ახორციელებს თუ არა უკრაინა რეფორმებს, თუ იმავე მეთოდებს უბრუნდება, რომლებსაც კრიტიკოსები დიდი ხანია გმობენ?” – წერს კირილ შევჩენკო. მისივე თქმით, უკრაინის სახელმიწფო ვალის ზრდა კორუფციის, ომის და მოქმედი მთავრობის არაეფექტური მართვის შედეგია. “მთავრობის პროგნოზით, უკრაინის სახელმწიფო ვალი შესაძლოა 2026 წელს მშპ-ს 106%-მდე გაიზარდოს. ეს ომის, კორუფციის და, მოდით, გულახდილად ვთქვათ, დღევანდელი მთავრობის არაეფექტური მართვის შედეგია.” – წერს შევჩენკო X-ზე.