22 წლის ტაილერ რობინსონს, რომელსაც იუტაში კონსერვატორი აქტივისტისა და ტრამპის მხარდამჭერის, ჩარლი კირკის მკვლელობაში ედება ბრალი, ბრალი შვიდი მუხლით წაუყენეს. მათგან მთავარია „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“. სხვა ბრალდებებს შორის არის „სროლა, რამაც მძიმე დაზიანებები გამოიწვია“ და „დანაშაულის ჩადენა ბავშვის თანდასწრებით“.
რაიონულმა პროკურორმა ჯეფრი გრეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რობინსონისთვის სიკვდილით დასჯას მოითხოვს. გრეიმ ასევე აღნიშნა, რომ რობინსონი პოლიციას თავად ჩაბარდა. მისი თქმით, ის შერიფის ოფისში ოჯახთან და მეგობართან ერთად მივიდა.
რობინსონის დედამ პროკურორებს უთხრა, რომ მისი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატულ რესპუბლიკურ ოჯახში გაიზარდა, ბოლო დროს „უფრო და უფრო მიემხრო მემარცხენე იდეებს, დაიწყო ლგბტქ და ტრანსგენდერი ადამიანების მხარდაჭერა“ და ხვდებოდა თავის ტრანსგენდერ მეზობელს.
საბრალდებო დოკუმენტების თანახმად, რობინსონმა მეზობელთან მკვლელობა აღიარა და უთხრა, რომ ბაბუის შაშხანით ისროდა. მკვლელობის მოტივად კი ის დაასახელა, რომ „მისი სიძულვილით დაიღალა“.