უცხოური მედია

პოლონეთის ყოფილი პრემიერი ზელენსკიზე: ტიპური რუსული მარიონეტი

პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლეშეკ მილერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მწვავედ გააკრიტიკა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მიზეზი ზელენსკის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი მასობრივი თავდასხმის შემთხვევაში, საკუთარი მოსახლეობის გადარჩენას ვერ შეძლებდა.

პასუხად მილერმა ზელენსკის „ტიპური რუსული მარიონეტი“ უწოდა და მას რუსული რიტორიკის გავრცელებაში დასდო ბრალი.

პოლონეთის ექს-პრემიერის ბრალდებას უკრაინის საელჩო გამოეხმაურა, რომელმაც მილერის განცხადებას „პროვოკაციული და მიუღებელი უწოდა“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა