უცხოური მედია

„ჩარლისთვის“- ტრამპმა და მასკმა, საჯარო დაპირისპირების შემდეგ, ჩარლი კირკის გამოსათხოვარ ცერემონიაზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს

დონალდ ტრამპი და ილონ მასკი, საჯარო დაპირისპირების შემდეგ, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ჩარლი კირკის გამოსათხოვარ ცერემონიაზე. მათ ერთმანეთს ხელი ცამოართვეს.

  • შეხვედრის დეტალებზე მედია წერს: : მილიარდერი ილონ მასკი მიუახლოვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა იჯდა და მის გვერდით დაიკავა ადგილი. ტრამპმა მას ხელი ჩამოართვა, მუხლზე დაჰკრა ხელი და შემდეგ მოკლედ ესაუბრა.
  • შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასკი „მოვიდა და მომესალმა“, რაც მან „ძალიან სასიამოვნოდ“ შეაფასა.
  • მოგვიანებით, თეთრმა სახლმა გაავრცელა მასკისა და ტრამპის ერთობლივი ფოტო წარწერით „ჩარლისთვის“, რომელიც ილონ მასკმა თავის X-ის გვერდზე გააზიარა.
  • „Daily Mail“-ის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, ტრამპმა მასკს ხელი ორივე ხელით ჩამოართვა და განუცხადა, რომ  ენატრებოდა.
Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა