დონალდ ტრამპი და ილონ მასკი, საჯარო დაპირისპირების შემდეგ, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ჩარლი კირკის გამოსათხოვარ ცერემონიაზე. მათ ერთმანეთს ხელი ცამოართვეს.
- შეხვედრის დეტალებზე მედია წერს: : მილიარდერი ილონ მასკი მიუახლოვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა იჯდა და მის გვერდით დაიკავა ადგილი. ტრამპმა მას ხელი ჩამოართვა, მუხლზე დაჰკრა ხელი და შემდეგ მოკლედ ესაუბრა.
- შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასკი „მოვიდა და მომესალმა“, რაც მან „ძალიან სასიამოვნოდ“ შეაფასა.
- მოგვიანებით, თეთრმა სახლმა გაავრცელა მასკისა და ტრამპის ერთობლივი ფოტო წარწერით „ჩარლისთვის“, რომელიც ილონ მასკმა თავის X-ის გვერდზე გააზიარა.
- „Daily Mail“-ის მიერ გავრცელებული კადრების მიხედვით, ტრამპმა მასკს ხელი ორივე ხელით ჩამოართვა და განუცხადა, რომ ენატრებოდა.

Facebook Comments Box