პოლიტიკა

ქვემო სამგორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ზაქარია წიკლაურის მხარდამჭერთა შეხვედრა გაიმართა

ქვემო სამგორის რაიონში მდებარე სპორტისა და ხელოვნების სასწავლო ცენტრში „ქართული ოცნების“ ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაქარია წიკლაურის მხარდამჭერთა შეხვედრა გაიმართა.

სასწავლო ცენტრის აღსაზრდელებს, მომავალ სპორტსმენებს ზაქარია წიკლაურთან ერთად შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, ქართული ძიუდოს ლეგენდა ვარლამ ლიპარტელიანი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილი, შერეული საბრძოლო ხელოვნების ჩემპიონები გიორგი ქართველიშვილი და რაულ თუთარაული, ასევე პანკრატიონის, გრაპლინგისა და MMA-ის ფედერაციის პრეზიდენტი, კობა ტყეშელაშვილი.

სოზარ სუბარმა და ცნობილმა ქართველმა სპორტსმენებმა ახალგაზრდების წინაშე ზაქარია წიკლაურისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს, მის პიროვნულ ღირსებებსა და პროფესიულ უნარებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ზაქარია წიკლაური შრომისმოყვარეობით და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევა. სპორტსმენები ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და საკუთარი წარმატების შესახებ, ასევე ამ წარმატებისკენ მიმავალ რთულ გზაზე ესაუბრნენ, რომელიც დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას მოითხოვს. შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა სპორტსმენებთან და მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა