უცხოური მედია

ბაიდენი 2015 წლის კიევის ვიზიტის ანგარიშის გასაიდუმლოებას ითხოვდა

ვაშინგტონი. – ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ვიცე-პრეზიდენტობის დროს, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სთხოვდა, რომ მისი 2015 წლის კიევში ვიზიტის შესახებ მომზადებული სადაზვერვო ანგარიში არ გავრცელებულიყო. სენსაციური დეტალები გასაიდუმლოებული ელექტრონული წერილიდან ირკვევა. წერილი და 2015 წლის დეკემბრის ანგარიში ამჟამინდელმა CIA-ს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინელი ოფიციალური პირები უკმაყოფილო დარჩნენ ბაიდენის ვიზიტით, რადგანაც ვიცე-პრეზიდენტს კონკრეტული საკითხები არ განუხილავს და ის ქვეყანაში „მხოლოდ საჯარო სიტყვის წარმოსათქმელად ჩავიდა“.

„[მაშინდელი] პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის ოფიციალური პირები გაოგნებულნი და იმედგაცრუებულნი იყვნენ,“ – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მნიშვნელოვანი რედაქტირებით არის გამოქვეყნებული.


გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის პირად საუბრებზე, სადაც ისინი განიხილავდნენ „აშშ-ის ორმაგ სტანდარტებს კორუფციასთან ბრძოლის საკითხში“ – უკრაინაში ბაიდენის ოჯახის სავარაუდო კავშირების ფონზე კორუფციულ სქემებთან.

გასაიდუმლოებული მასალების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, მწვავე პოლიტიკური რეაქცია მოჰყვება ვაშინგტონში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა