პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, საქართველო ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხო, სტაბილურ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, რეალურად მუშაობს, რასაც საერთაშორისო კვლევა და ობიექტური შეფასებაც ადასტურებს

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული და ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და ობიექტური საერთაშორისო შეფასებაა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, საქართველოს მოწინავე პოზიცია სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება წლებია ახორციელებს.

„ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის და რეფორმების ეფექტურობა, კიდევ ერთმა საერთაშორისო ანგარიშმა დაადასტურა! ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული და ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და ობიექტური საერთაშორისო შეფასებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდიკატორი, რომელიც სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულობას ზომავს. საქართველომ ამ კომპონენტში 85%-იანი შეფასება მიიღო (100-დან), რაც მსოფლიოში 22-ე ადგილს, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულში ყოფნას უზრუნველყოფს.(მე16 ადგილი) ამ შედეგით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და ნატოს მრავალ წევრ სახელმწიფოს. საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი კორუფციის მაჩვენებლებით გამოირჩევიან უკრაინა, მოლდოვა და რუსეთი. მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირმა საქართველოზე წინ დააყენა, რაც ამ მონაცემების ფონზეც უსამართლო გადაწყვეტილებაა.

საქართველოს მოწინავე პოზიცია სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება წლებია ახორციელებს. პოლიციის დეპოლიტიზაციამ, გამჭვირვალობის გაზრდამ, შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებამ და ნულოვანმა ტოლერანტობამ კორუფციის მიმართ რა თქმა უნდა ხელშესახები შედეგები დადო. აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, საქართველო ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხო, სტაბილურ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, რეალურად მუშაობს, რასაც საერთაშორისო, კვლევა და ობიექტური შეფასებაც ადასტურებს. ეს წარმატება ქვეყანას მყარ საფუძველს უქმნის შემდგომი განვითარებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.“ – წერს მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.