უცხოური მედია

აშშ-ის გენერალური პროკურორი პემ ბონდი: აშშ-ის ხელისუფლება აპირებს მოძრაობა „ანტიფას“ სრულად განადგურებას, რომელიც ტრამპმა ადრე ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის პემ ბონდის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება აპირებს მოძრაობა „ანტიფას“ სრულად განადგურებას, რომელიც პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ადრე ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

პროკურორის განცხადებით, ისინი მოძრაობის მთლიანად დაშლას აპირებენ, რადგან ამერიკელები აღარ შეეგუებიან მათ სისასტიკესა და ძალადობას.

„ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ქუჩებში ნანახი ძალადობრივი დამნაშავეების დაპატიმრებით შევჩერდეთ. დანაშაულთან ბრძოლა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქუჩებიდან ბოროტმოქმედების გათავისუფლება. საქმე ორგანიზაციის აგურ-აგურ დაშლას ეხება. ისევე, როგორც კარტელების შემთხვევაში გავაკეთეთ, ჩვენ იგივე მიდგომას გამოვიყენებთ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა „ანტიფას“ წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა. ჩვენ მთელ ორგანიზაციას თავიდან ბოლომდე გავანადგურებთ. ჩვენ მათ დაშლას ვაპირებთ. თქვენი გაბედული ლიდერობისა და „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების წყალობით, რაც ისინი სინამდვილეში არიან, ამერიკელები აღარ შეეგუებიან მათ სისასტიკესა და ძალადობას“- განაცხადა პროკურორმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა