პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს

ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე ისაუბრა პარტია “ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებშია არსებული ვითარების სწრაფი დასრულება.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ირანის შიგნითაც მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც შესაძლოა ახალი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებდეს ხელისუფლებას.

„აშშ-ის ადმინისტრაციის ინტერესებშია ამ ამოცანების სწრაფი დასრულება — ეს გულისხმობს გარდაუვალ მოლაპარაკებებს. ახლა თვითონ ირანის შიგნით, ალბათ, ყალიბდება ის ძალა, რომელსაც მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა — უნდათ თუ არა და მტრად ჰყავთ თუ არა გამოცხადებული ისრაელი და აშშ. გამორიცხული არ არის, რომ ირანმა, მიუხედავად დიდი პოტენციალისა, ვერ გაუძლოს სერიოზულ დარტყმას, რადგან ათეული წლების განმავლობაში სასანქციო პირობებშია და თვითგადარჩენისთვის იბრძვის. მათთვის ნამდვილად მძიმე ფაქტი მოხდა — ლიდერი მოუკლეს, დაასუსტეს თეოკრატიული მმართველობის ხაზი, თუმცა ახალმა შემადგენლობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და მოემზადოს მოლაპარაკებებისთვის. ისინი ახლა აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს მოლაპარაკებების წინ. საუდის არაბეთზე განხორციელებული სერიოზული შეტევებიც ამ სერიიდან არის — ირანს სურს მოლაპარაკებების წინ გარკვეული ბენეფიტები მოიპოვოს, რათა უფრო მომგებიან პოზიციაში შევიდეს ამ პროცესში,“ — განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.