პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვისაუბრეთ ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია ახალ ადმინისტრაციასთან – დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რომელიც ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ იქნება მიმართული

ახლახან დასრულდა ჩემი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ბატონ ჰანრაჰანთან. შეხვედრამ საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ინტერესის ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის, ღირებულებით თანხვედრაზე, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გააჩნია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელ ბრენდან ჰანრაჰან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერეთად, განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმება, რომელიც ორმხრივი სარგებლისკენ იქნება მიმართული.

“ვისაუბრეთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. ყურადღება გავამახვილეთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და რა გავლენა აქვს ამ მოვლენებს საქართველოს უსაფრთხოებაზე. გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის, ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნისთვის და საქართველოს მარშრუტისთვის – პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი. ასევე, გვქონდა საუბარი ამერიკული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებაზე და რაც მთავარია, საუბარი გვქონდა სტრატეგიული პაარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ. ჩვენ დავუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ და გამოვყავით მრავალი თემა, რომელიც ამ პარტნიორობას კიდევ უფრო ძლიერს გახდის. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა და ამ საკითხებზე მსჯელობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,” – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.