პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ოპოზიციური ტელევიზიები ჩემს პოსტებს აიგნორებენ, სამწუხაროდ, რეჟიმის მიერ მალე ეთერიდან ჩაიხსნებიან და სატელევიზიო ეთერში მათ ვეღარავინ გამოესარჩლება

იყო დრო, მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა ყველას. ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა ივანიშვილს საქმეს მხოლოდ უადვილებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი წერს, ოპოზიციური ტელევიზიები მის პოსტებს აიგნორებენ.

„მანიაკებმა დააპატიმრეს გოგი ჩახუნაშვილი – სახელგანთქმული ექიმი. უკეთილშობილესი ადამიანი და მოქალაქე, უმაგრესი ოჯახის მამა. იჭერენ ინტელექტუალებს, სპორტსმენებს, ყველანაირ ადამიანს. იყო დრო მარტო „ნაცებს“ იჭერდნენ, ახლა ყველას. იყო დრო ქალებს არ ეხებოდნენ, ახლა ციხეში ბევრი ქალი პოლიტპატიმარია. ადრე ოჯახის წევრებს არ დასდევდნენ, ახლა პატიმრობა გამოაქვთ და სახლიდან ასახლებენ. ადრე ასაკოვანებს ინდობდნენ, ახლა განსაკუთრებით მათ დასდევენ. ადრე ქოცობა იმუნიტეტს ნიშნავდა და ახლა სრულიად პირიქით. ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს საქმეს. არის კიდევ ერთი ამბავი – ოპოზიციური ტელევიზიები მთელი ეს დრო ჩემს პოსტებს აიგნორებენ. სამწუხაროდ, რეჟიმის მიერ მალე ისინი ეთერიდან ჩაიხსნებიან და სატელევიზიო ეთერში მათ ვეღარავინ გამოესარჩლება. ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ ძალა ურთიერთ სოლიდარობაში და ერთობაშია!“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა