ხელოვნება და კულტურა

მომღერალი ბონი ტაილერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მომღერალი ბონი ტაილერი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

„ბონი ტაილერის ოჯახი და მისი ახლობლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ ბონი პორტუგალიაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მკურნალობდა“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

აპრილში ბონი ტაილერმა ნაწლავებზე სასწრაფო ოპერაცია გადაიტანა და რამდენიმე თვე ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. ივნისში ის კომიდან გამოიყვანეს, მაგრამ მომღერლის მდგომარეობა მძიმე იყო.

ბონი ტალერი 1970-1980-იან წლებში გახდა ცნობილი. Total Eclipse of the Heart-მა მას დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ჩარტებში პირველი ადგილი მოუტანა და „გრემის“ პრემიის ლაურეატი გახდა.

თავისი კარიერის განმავლობაში მან 80 სინგლი და 18 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა