პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ აქციებით ხელისუფლებას აიძულებდნენ ჩართულიყო ომში, ხოლო, მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ფაშისტური მეთოდებით აიძულებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ამ აქციებში მონაწილეობას

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, აცხადებს, რომ აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებს საზოგადოებისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი, როგორც „რუსული კანონის“ კამპანიის, ისე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამართული აქციებისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის. მაჭავარიანის შეფასებით, აღნიშნული ჯგუფები წლების განმავლობაში ცდილობენ, რომ საკუთარი დღის წესრიგი მოქალაქეებს თავს მოახვიონ და მათ შორის განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებზე ფსიქოლოგიურად იძალადონ.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რათა აღარ მიეცეთ შესაძლებლობა აგენტებსა და ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ საქართველოს მოქალაქეები.

„როგორც რამდენიმე დღის წინ აღვნიშნე, აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული მდიდარი NGO-ები და მათი ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი აქტივისტები მზად არიან, ფაშისტური მეთოდებით ფსიქოლოგიურად გაანადგურონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უარს იტყვის, რომ ბრმად, ფიქრისა და ანალიზის გარეშე, მათი შეთხზული ზღაპრები დაიჯეროს. ბოლო პოსტში საზოგადოებას დეტალურად გავახსენე ამ აქტორების „აფერისტული“ კამპანია – „რუსული კანონი“. ამ თაღლითობის გამო აგენტურასა და მათ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. სხვა უამრავ მავნებლობას შორის, მათ ასევე ბოდიში აქვთ მოსახდელი იმ ისტერიის გამო, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ კვირაში მოაწყვეს. შეგახსენებთ, რომ ბატონმა ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია იმის გამო, რომ ჩვენ არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავაგზავნეთ მოხალისეები ჩარტერული რეისით უკრაინაში და არ გადავეცით ჩვენი შეიარაღება უკრაინას. აგენტურამ ამ შემთხვევაშიც აღვირახსნილი კამპანია წამოიწყო. მათ დააორგანიზეს აქციები და „რუსული კანონის“ კამპანიის მსგავსად, ამცირებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და რუსულ იარლიყს აწებებდნენ საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც აქციაში მონაწილეობა არ სურდა.

ამ შემთხვევაშიც, მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებიც აქციაზე მხოლოდ სელფის გადასაღებად მიდიოდნენ და შემდეგ რუსთაველიდან ფოტოს დადებით თავიდან ირიდებდნენ ფაშისტურ თავდასხმებს აგენტურული პარტიების აქტივისტებისგან. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების დაკმაყოფილება ავტომატურად გულისხმობდა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას. ჩვენ უარი განვაცხადეთ ამ მოთხოვნების შესრულებაზე, შესაბამისად, ავირიდეთ ომი. ამ მოთხოვნების შესრულებაზე გაცხადებული უარის გამო აგენტურამ დააორგანიზა აქციები. დიახ, მათ აქციები დააორგანიზეს ომის არიდების გამო! ამასთანავე, ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყვეს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ სურდათ ამ აქციებში მონაწილეობა, შესაბამისად, ვისაც არ სურდათ სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან! ამ შემთხვევაშიც აგენტურულ ოპოზიციას, მათთან აფილირებულ მდიდარ NGO-ებს და მათ ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალ აქტივისტებს ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ აქციებით ხელისუფლებას აიძულებდნენ, დათანხმებოდა ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებას და ჩართულიყო ომში, ხოლო, მეორე მხრივ, იმისათვის, რომ ფაშისტური მეთოდებით აიძულებდნენ ჩვენს მოქალაქეებს ამ აქციებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ვალდებულები ვართ, საზოგადოებას გავახსენოთ ბოლო წლების მსგავსი ისტორიები, იმისათვის, რომ ფხიზლად ვიყოთ ქართველები და არასდროს აღარ მივცეთ საშუალება აგენტებსა და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალებს, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ ჩვენი მოქალაქეები.“- წერს ლევან მაჭავარიანი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი

პოლიტიკა

პატიმარ გიორგი დავითაძის მამა: მიშა სააკაშვილმა თავის დროზე ბევრი კარგი გაუკეთა ჩემს ქვეყანას, წუმპიდან ამოიყვანა, საერთაშორისო არენაზეც ბევრი რამ კარგი გააკეთა, ამას ვაღიარებ და არ დამიმალავს არასოდეს

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თამილა ლომიშვილი ელიზბარაშვილს უჩივის: შენ ის ხარ, რომელიც სიძულვილის ენით ადამიანების და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევი, ვინც ქალებს დევნი- საკუთარ ღირსებას მაშინ გადაუარე, როდესაც განაცხადე, პატიმრების ცოცხებით გაუპატიურების ამბავი მოვიგონეო

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.