აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, არ გამორიცხა 2028 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა, თუმცა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჯერ არ დამიმთავრებია. მთელი ჩემი კარიერა ხალხის სამსახურია, და ეს ჩემს სისხლშია“, — თქვა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.
ტრამპს ინტერვიუში მან ტირანი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი წინასაარჩევნო გაფრთხილებები სიმართლე აღმოჩნდა.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებს ის ფედერალურ სააგენტოებს პოლიტიკური სატირიკოსების წინააღმდეგ. მას იმდენად თხელი კანი აქვს, რომ ვერ იტანს ხუმრობებს და ცდილობს მედიის გაჩუმებას“, — განაცხადა მან.
Facebook Comments Box











