ბიზნესი

ნინო სუთიძე: არავისთან მეგობრობა არ დამიმალავს, ნამდვილად ვარ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მეგობარი

არავისთან მეგობრობა არ დამიმალავს, ნამდვილად ვარ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მეგობარი. მისი მეუღლე არის ჩემი ოჯახის მეგობარი. თუმცა ჩემი ოჯახი არის დაკავებული ბიზნესით, ირაკლი კი იყო პრემიერი. აქედან გამომდინარე, ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ,- ასე უპასუხა ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მეუღლემ, ნინო სუთიძემ ჟურნალისტების კითხვას, იცოდა თუ არა მან ღარიბაშვილის კორუფციის შესახებ.

ნინო სუთიძის თქმით, არ იცის, სად გაჟღერდა კორუფცია. რაც შეეხება მის მეუღლეს, ყველას შეუძლია დაინტერესდეს მისი ბიზნესით.

„ჩემი მეუღლის ბიზნესით თქვენც შეგიძლიათ, დაინტერესდეთ, აქედან რომ წავალთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი გაქვთ ნაქექეი, ჩაუჯექით და თუ ერთ ფაქტს იპოვით რამე კანონდარღვევის, შევიკრიბოთ და რაზეც გინდათ, ვისაუბროთ“,-განაცხადა ნინო სუთიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა