პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, რადგან ეკლესიაში დისონანსი შეიტანონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან მეუფე შიოს წინააღმდეგ დაწყებულ სიძულვილის კამპანიას ეხმიანება. წილოსანი მათ ფარისევლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მეუფე შიოს მიზანმიმართულად ხვევენ ბინძურ კამპანიაში.

„ფარისევლები თავის სტანდარტულ როლში არიან. ფარისევლობა არის, როდესაც ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა მის არჩევანს, მის მოსაყდრეს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, იმისთვის, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ, იმისთვის, რომ ეკლესიაში, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ ეს ინსტიტუცია იყოს ისეთი ძლიერი და სტაბილური როგორც აქამდე იყო, შეიტანონ დისონანსი. მათ შორის ანდერძთან გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, სინოდში დაპირისპირებასთან დაკავშირებული მათი ნარატივები ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება ბინძურად აფათურონ ხელები საეკლესიო ინსტიტუციაში, რომელიც დამოუკიდებელია, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და რაც მთავარია, ყველასთვის ნიშანდობლივია, რომ ჩვენმა პატრიარქმა თავის სიცოცხლეში მოსაყდრედ დატოვა მეუფე შიო და ეს იყო მისი არჩევანი“-განაცხადა ნინო წილოსანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: მეტი რა უნდა მოხდეს, თავი დავანებოთ სანქციებზე მიერთებას და მსგავს სიგიჟეებს- მაშინ, როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.