თითქმის 800 000 ადამიანი აპირებს ნიუ-იორკის დატოვებას, მამდანის გამარჯვების შემთხვევაში. ამას ადასტურებს კომპანია J.L. Partners-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები. კიდევ 25%-მა (2.12 მილიონმა ადამიანმა) განაცხადა, რომ ფიქრობს “დიდი ვაშლის” დატოვებაზე.
სოციოლოგმა ჯეიმს ჯონსონმა თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ 800 000 ადამიანიდან ნახევარი რეალურად დატოვებს ნიუ-იორკს, ეს სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს ქალაქს.
სტეიტენ-აილენდის მცხოვრებლებს შორის ყველაზე მეტია ისეთი, ვისაც წასვლის სურვილი აქვს. რესპონდენტები ფიქრობენ, რომ ზოჰრან მამდანის დროს ნიუ-იორკში დადგება “კატასტროფა” და “ჯოჯოხეთი”.
2025 წლის არჩევნებზე ყველაზე მაღალ აქტივობას წინასწარმეტყველებენ 1969 წლის შემდეგ – საარჩევნო უბნებზე სულ მცირე 1.9 მილიონ ნიუ-იორკელს ელოდებიან.
ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის მერობის კანდიდატია 2025 წლის არჩევნებზე. მან დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა. მისი მერად არჩევის პერსპექტივა ქალაქის ეკონომიკისა და ცხოვრების წესის ცვლილების გამო, მოსახლეობის ნაწილში შეშფოთებას იწვევს.










