უცხოური მედია

თითქმის 800 000 ადამიანი აპირებს ნიუ-იორკის დატოვებას, მამდანის გამარჯვების შემთხვევაში

თითქმის 800 000 ადამიანი აპირებს ნიუ-იორკის დატოვებას, მამდანის გამარჯვების შემთხვევაში. ამას ადასტურებს კომპანია J.L. Partners-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები. კიდევ 25%-მა (2.12 მილიონმა ადამიანმა) განაცხადა, რომ ფიქრობს “დიდი ვაშლის” დატოვებაზე.

სოციოლოგმა ჯეიმს ჯონსონმა თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ 800 000 ადამიანიდან ნახევარი რეალურად დატოვებს ნიუ-იორკს, ეს სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს ქალაქს.

სტეიტენ-აილენდის მცხოვრებლებს შორის ყველაზე მეტია ისეთი, ვისაც წასვლის სურვილი აქვს. რესპონდენტები ფიქრობენ, რომ ზოჰრან მამდანის დროს ნიუ-იორკში დადგება “კატასტროფა” და “ჯოჯოხეთი”.

2025 წლის არჩევნებზე ყველაზე მაღალ აქტივობას წინასწარმეტყველებენ 1969 წლის შემდეგ – საარჩევნო უბნებზე სულ მცირე 1.9 მილიონ ნიუ-იორკელს ელოდებიან.

ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის მერობის კანდიდატია 2025 წლის არჩევნებზე. მან დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა. მისი მერად არჩევის პერსპექტივა ქალაქის ეკონომიკისა და ცხოვრების წესის ცვლილების გამო, მოსახლეობის ნაწილში შეშფოთებას იწვევს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა