“სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი რუსული სპეცოპერაცია იყო”- ამის შესახებ “ლელო- ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების ბოიკოტის იდეა მიზანმიმართულად იყო „შემოგდებული”. \
“ხელიდან გაშვებული შანსი იყო. შეგვეძლო, თბილისი ერთმნიშვნელოვნად, ულაპარაკოდ მოგვეგო. ოპოზიციაში ვიღაც არის ჩანერგილი, ვიღაც უნებლიეთ შვება ასე, ვიღაც ზედმეტად გახურებულია. სინამდვილეში, არჩევნების ბოიკოტი შემოგდებული რუსული სპეცოპერაცია იყო”- განაცხადა ელისაშვილმა.
Facebook Comments Box











