პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება დაგვიანებულიც კია – ეს პროცესი აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი

„პროკურატურის ეს განცხადება ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, უცნაური არც ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ თვალს ვადევნებდი არა მხოლოდ საპარლამენტო კომისიის მუშაობას, არამედ, ჩემი თაობის ადამიანებთან ერთად, იმ, რეალურად, კატასტროფულ პერიოდში მომიწია ახალგაზრდობის გატარება, როდესაც ეს ადამიანები ავტორიტარულ რეჟიმს ამკვიდრებდნენ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ოპოზიციის რვა ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით თემაზე საუბრისას.

მისი თქმით, რადიკალი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება დაგვიანებულიც კია და ეს პროცესი აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი.

„შეიძლება ითქვას, [ის პროცესი, რაც პროკურატურამ დააანონსა,] ცოტა დაგვიანებულიც კი არის, თუმცა, [ამ განცხადებამ მოსახლეობის] მოლოდინი გაამართლა. როდესაც სამართლებრივ სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური ფორმა, თუმცა, როცა გარკვეული ფინანსებით თუ სხვადასხვა საშუალებით სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟს აწყობ, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს პროცესი აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი. როცა პრეტენზია აქვთ პოლიტიკაში ყოფნაზე, ყველას ეკისრება სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა. თუ გვინდა განვითარება ნახოს ამ ქვეყანამ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ კორუფციონერებთან, საბოტაჟის მომწყობებთან და უცხო ქვეყნის რეზიდენტებთან პოლიტიკური კონსესუსებისა და დიალოგების მცდელობა. ხელისუფლებას როგორც სამართლებრივი, ასევე, მორალური პასუხისმგებლობა გააჩნია მოსახლეობის წინაშე და აქედან გამომდინარე, ასეთ ოდიოზური პერსონებთან მიმართებით ვალდებულია ყველა სამართლებრივი პროცედურა გაატაროს“, – აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა