დედა გეტირებათ! – ასე მიმართავს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე “ქართულ ოცნებას” მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ პროკურატურამ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ირინა გუნცაძე ამბობს, რომ მთელი მსოფლიო ფეხზე დადგება და ივანიშვილის ხელისუფელბას არ გაუვა ოპონენტების ციხეში მრავალი წლით გაშვება.
„რა ბოდვაა ეხლა ეს. მითხარით, რამ შეგაშინათ, რეები მოიგონეთ, რას „სტალინისტობთ“ აქ? საცოდავებო, რა დღეში ხართ საერთოდ, ვის ეშინია თქვენი? რომ დაგაწვინეს არჩევნების დროს ზურგზე? ეს ვერ აიტანეთ? არა, იმიტომ, რომ შაიგუმ დაგავალათ ამის გაკეთება? ვინ „ჭამს“ ამას, საქართველოს რომელი მოქალაქე? რას ბოდავთ გეკითხებით? გაფრთხილებთ, დედა გეტირებათ ამ ბოდვისთვის და აი ამ 37 წლის რაღაცა, არ ვიცი საერთოდ რა დავარქვა, სიტყვებიც აღარ მყოფნის. ვის უბედავთ? საქართველოს ისტორიას უბედავთ ამას? ვინ მოგცათ ამის უფლება? დედას გიტირებთ! მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებთ. მსოფლიო ფეხზე დადგება. რას ფიქრობთ საერთოდ, შვილები არ გყავთ საერთოდ? გეკითხებით, დამპლებო“, – განაცხადა ირინა გუნცაძემ.
პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.
ვის რას ედავება პროკურატურა:
მიხეილ სააკაშვილი – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
გიორგი ვაშაძე – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი.











