პოლიტიკა

“ყვე­ლას თა­ნაბ­რად მოგ­ხვდათ ქო­ცუ­რი მათ­რა­ხი. ოღონდ მიშა არა, ვინც გინდა ისო, ხომ ამბობდით: ჰოდა მიირთვით” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის, ნიკა გვა­რა­მი­ას, ნიკა მე­ლი­ას, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბას აფა­სებს.

“აბა ვის გე­გო­ნათ, რომ რო­დის­მე პო­ლი­ტი­კო­სებს გა­რეთ გა­მო­უშ­ვებ­დნენ გა­მო­დით, უნდა დაგ­თვა­ლოთ.

მათ შო­რის ისი­ნიც, ვინც ქვე­ყა­ნა გა­და­ა­ყო­ლეთ კომ­პლექ­სებს და მი­შას სი­ძულ­ვილს.

ყვე­ლას თა­ნაბ­რად მოგ­ხვდათ ქო­ცუ­რი მათ­რა­ხი. ოღონდ მიშა არა, ვინც გინ­და ისო ხომ ამ­ბობ­დით, ჰოდა მი­ირ­თვით,“ – წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

  • გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ვა­შა­ძის, ნიკა გვა­რა­მი­ას, ნიკა მე­ლი­ას, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

საქ­მე ეხე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს, კერ­ძოდ: სა­ბო­ტაჟს, უცხო ქვეყ­ნი­სათ­ვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის და­ფი­ნან­სე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლის­კენ ან სა­ხელ­მწი­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ მო­წო­დე­ბას.”უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აირ­ჩია პო­ლი­ტი­კა, აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არ და­ე­წე­სე­ბი­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი და ქვე­ყა­ნა­ში შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა მშვი­დო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ზო­გი­ერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი – ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე და გი­ორ­გი ვა­შა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის სა­ზი­ა­ნოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის და­სა­წე­სებ­ლად ხე­ლოვ­ნუ­რი სა­ფუძ­ვლის შექ­მნის მიზ­ნით, უცხო ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლებს აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო სფე­რო­ში მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი თუ გა­მო­გო­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, ავ­რცე­ლებ­დნენ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცე გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ირა­ნუ­ლი საბ­რძო­ლო დრო­ნე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სათ­ვის მი­სა­წო­დებ­ლად.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე და გი­ორ­გი ვა­შა­ძე, ინ­ფორ­მა­ცი­ას და დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლას, მათ შო­რის, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში და­საქ­მე­ბულ პირ­თა სი­ებს, პე­რი­ო­დუ­ლად სან­ქცი­ე­ბის და­სა­წე­სებ­ლად აწ­ვდიდ­ნენ უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მხრი­დან, სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­და მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს 300-მდე მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს და ცალ­კე­ულ ბიზ­ნეს­მე­ნებს.

2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დგომ, თით­ქოს­და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის სა­ბა­ბით, ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძემ, გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ, ნიკა გვა­რა­მი­ამ, ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ და­ი­წყეს აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბა ქუ­ჩა­ში პრო­ცე­სის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ის­თვის. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი სა­ჯა­როდ აკე­თებ­დნენ მო­წო­დე­ბებს რე­ვო­ლუ­ცი­ის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩა­მოშ­ლის, სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბე­ბის პი­კე­ტი­რე­ბის და სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის­კენ.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, კა­ნო­ნი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის მიზ­ნით, აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­სის მო­ბი­ლი­ზე­ბის, თავ­შეყ­რის და ძა­ლა­დობ­რივ მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თვის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პი­რა­დი სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, ასე­ვე ვი­დეო-მი­მარ­თვებ­ში, რო­მე­ლიც მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში ვრცელ­დე­ბო­და, მხარ­დამ­ჭე­რებს საქ­ვეყ­ნოდ მო­უ­წო­დებ­და კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­კენ, რომ სა­ჭი­რო იყო ბრძო­ლა და აგ­რე­სი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. გან­ცხა­დე­ბებ­ში ასე­ვე მო­უ­წო­დებ­და მხარ­დამ­ჭე­რებს სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის და­კა­ვე­ბის­კენ და „რე­ჟი­მის ჩა­მოშ­ლის­კენ“.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რედ და­წყე­ბუ­ლი აქ­ცი­ე­ბი, მოკ­ლე დრო­ში გას­ცდა კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებს. არა­ერ­თგზის ჰქონ­და ად­გი­ლი სა­პო­ლი­ციო ძა­ლას­თან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და­პი­რის­პი­რე­ბას, ე.წ. „მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბის“, ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი და ცე­ცხლგამ­ჩე­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის სრო­ლას სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მი­მართ. მო­ძა­ლა­დე­თა მოქ­მე­დე­ბე­ბი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იყო ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან. ამავდრო­უ­ლად ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბუ­ლად და ერ­თმა­ნეთ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას სის­ტე­მა­ტუ­რად ინარ­ჩუ­ნებ­დნენ ე.წ. “რა­ცი­ე­ბის“ სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც სხვა ნივ­თებ­თან ერ­თად ამო­ღე­ბუ­ლი იქნა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ოფი­სებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, მათ შო­რის „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, „დრო­ას“ და “გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ოფი­სე­ბი­დან.

2024 წლის 28 ნო­ემ­ბერს, ლი­დე­რე­ბის მო­წო­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რედ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან და­წყე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბა გაგ­რძელ­და 6 დღის მან­ძილ­ზე. შე­დე­გად, ძა­ლა­დობ­რივ­მა ჯგუ­ფებ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბის 158 თა­ნამ­შრო­მელს, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე მათ­განს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბულ ოთა­ხებს, რი­თაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ზი­ან­და შე­ნო­ბა, ასე­ვე ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს პო­ლი­ცი­ის კუთ­ვნილ სპე­ცი­ა­ლურ ტექ­ნი­კას, გა­ა­ნად­გუ­რეს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად ხდე­ბო­და ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და მი­წო­დე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის­თვის, რა­შიც პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ მიზ­ნით შექ­მნი­ლი ე.წ. „ფონ­დე­ბი“, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ და­ფი­ნან­სე­ბას იღებ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბის­გან.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 317-ე მუხ­ლით – სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წყო­ბი­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით შეც­ვლი­სა­კენ ან სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბი­სა­კენ მო­წო­დე­ბის ფაქ­ტზე. ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძეს და გი­ორ­გი ვა­შა­ძეს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 318-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 319-ე მუხ­ლით – სა­ბო­ტა­ჟის და უცხო ქვეყ­ნი­სათ­ვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე. ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 318-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 319-ე მუხ­ლით და 321-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით – სა­ბო­ტა­ჟის, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის მი­წო­დე­ბის და უცხო ქვეყ­ნი­სათ­ვის მტრულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე. ნიკა გვა­რა­მი­ას, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნე­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 318-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით – სა­ბო­ტა­ჟის ფაქ­ტზე.

პრო­კუ­რა­ტუ­რა, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მი­მართ გი­რა­ოს, ხოლო სხვა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის თა­რი­ღის გან­სა­ზღვრის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მისი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის და შე­დე­გე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას”, – გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გვა­რა­კი­ძემ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა