დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დროებით შეაჩერა თეთრი სახლის ღონისძიება, სადაც წონის კლების წამლებზე ფასების შემცირება უნდა გამოცხადებულიყო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის უკან მდგომმა ერთ-ერთმა დამსწრემ გონება დაკარგა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ მამაკაცმა, რომელიც წამლების კომპანიის წარმომადგენელი იყო, გონება დაკარგა, თუმცა „ეს ჯენტლმენი კარგადაა“.
ღონისძიება მოგვიანებით განახლდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ მამაკაცს ექიმი უწევდა დახმარებას, „თუმცა ის კარგადაა“.
მამაკაცის ვინაობა მაშინვე არ გახმაურებულა. ინციდენტი ოვალურ კაბინეტში მოხდა, სწორედ იმ დროს, როდესაც მომხსენებლები ფარმაცევტულ კომპანიებთან წამლების ღირებულების შემცირების შესახებ დადებულ შეთანხმებას განიხილავდნენ.
Facebook Comments Box











