პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 2007 წელს სახალხო დამცველის ოფისი იყო ერთადერთი კუნძული, სადაც ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევაზე ხმამაღლა საუბრობდნენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარებაზე უცხოელი პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებებს მედიასთან ეხმიანება.

“ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იცოდნენ, რა პრობლემები იყო საქართველოში დემოკრატიის არ არსებობის და ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევების კუთხით. თითქმის ყოველდღე მქონდა შეხვედრა როგორც საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, ისე სტუმრად ჩამოსულ დასავლელ დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან. ისინი ჩემთან ლაპარაკის დროს დაუფარავად გამოთქვამდნენ თავიანთ შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, მაგრამ არც იმას მალავდნენ, რომ მათ ამ პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკი აკრძალული ჰქონდათ თავიანთი მთავრობებისგან,”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მაგალითად პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაციონალური რეჟიმის დროს უკლებლივ ყველა პატიმარი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, თუმცა ამაზე არც ერთი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი ხმამაღლა არ საუბრობდა.

“დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც საქართელოში არსებულ მდგომარეობაზე დასავლეთში ყოველდღიურად კეთდება ცილისმწამებლური, აბსოლუტურად ცრუ და არასწორი განცხადებები. ნაცმოძრაობის ხელისუფლების პერიოდში კი ყველაფერი პირიქით იყო.თითქმის ყოველდღე მქონდა შეხვედრა როგორც საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, ისე სტუმრად ჩამოსულ დასავლელ დიპლომატებთან და პოლიტიკოსებთან. ჩვენს ქვეყანაში ვიზიტით მყოფ სტუმრებს – საგარეო საქმეთა მინისტრებს, სხვადასხვა მისიებს – დღის წესრიგში აუცილებლად ჰქონდათ ჩანიშნული სახალხო დამცველის ოფიში მოსვლა. არამხოლოს ისეთი ორგანიზაციების დელეგაციები, როგორიცაა, ვთქვათ, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ეუთო და სხვა, არამედ ნატოს საპარლამენტო დელეგაციასაც კი აუცილებლად ჰქონდა დღის წესრიგში სახალხო დამცველთან შეხვედრა. მათ იცოდნენ, რომ მაშინ [იმ პერიოდში] ეს იყო ის კუნძული, რომელიც უნდა გაეძლიერებინათ. უცხოელმა პარტნიორებმა იცოდნენ რა პრობლემები იყო დემოკრატიის არ არსებობის და ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევების კუთხით. როდესაც ამ საკითხებს განვიხილავდით, ვეკითხებოდი, თუ რატომ არ აკეთებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებს. ისინი ჩემთან ლაპარაკის დროს დაუფარავად გამოთქვამდნენ თავიანთ შეშფოთებას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, მაგრამ არც იმას მალავდნენ, რომ მათ ამ პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკი აკრძალული ჰქონდათ თავიანთი მთავრობებისგან,” – განაცხადა სუბარმა.

„ცხადია, ყველა სფეროს ამ მოკლე დროში ვერ შევეხებით, მაგრამ საკმარისია რამდენიმე მიმართულებით გავაკეთოთ შედარება და ყველაფერი ნათელი გახდება: როდესაც სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი, ციხეში 6000 პატიმარი იყო, რამდენიმე წელიწადში კი პატიმრების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა და 24 500-ს გადააჭარბა. მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზე ვიყავით პატიმრების რაოდენობით მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით. ყველა პატიმარი, გამონაკლისის გარეშე, იყო ღირსების შემლახავი მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. ავადმყოფი პატიმრების მკურნალობაზე საუბარიც არაა, არავის მკურნალობდნენ, მითუმეტეს მძიმე ავადმყოფი პატიმრის სამკურნალოდ გაყვანა სამოქალაქო სექტორში, რაც დღეს ყოველდღიური მოვლენაა, მაშინ წარმოუდგენელი იყო. დღეს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პატიმრების მიმართ მოპყრობის დონე და პირობები ციხეებში საშუალო ევროპულ დონეს არ ჩამოუვარდება. ამას თამამად ვამბობ, რადგან ჯერ სახალხო დამცველობის პერიოდში, შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს და მოგვიანებით, როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ექსპერტი ევროპის და მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ციხეში ვარ ნამყოფი და კარგად ვიცი, რა მდგომარეობაა იქ,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა