პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბერლინში პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გამოძახება ძალიან მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს ხელმძღვანელობისთვის

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ბერლინში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გამოძახება „ძალიან მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს ხელმძღვანელობისთვის“.

ამის შესახებ გერმანული მედია წერს. 

გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, საქართველოს მთავრობისგან აშკარა მოლოდინია, რომ ელჩზე პირადი თავდასხმები თავიდან იქნება აცილებული.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ საუბარი გაიმართა საქართველოს მთავრობასთანაც.

„ახლა ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით ვაფასებთ. შემდგომ დასკვნებს აქედან გამოვიტანთ“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა