უცხოური მედია

არგენტინის პრეზიდენტმა ნიუ-იორკელებს არგენტინაში მიგრაციისკენ მოუწოდა და ტრამპის „საფირმო ცეკვა“ შეასრულა

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ნიუ-იორკის მცხოვრებლებს თბილი მიღება აღუთქვა არგენტინაში, თუკი მათ მოუწევთ ზოჰრან მამდანის „კომუნისტური“ რეჟიმისგან გაქცევა.

მან ეს განცხადება მარ-ა-ლაგოში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური კონფერენციის (CPAC) გალა-ღონისძიებაზე გააკეთა.

„ამ სიტყვებს ვუძღვნი ნიუ-იორკის მცხოვრებლებს, რომლებიც ახლა კომუნისტური პარტიის პირობებში იცხოვრებენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ მაშინაც კი, თუ საქმე ცუდად წავა, ჩვენს მიწაზე მათ ყოველთვის თბილად მიიღებენ“, – განაცხადა ხავიერ მილეიმ.

მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა ნიუ-იორკელებისთვის, რომლებსაც შესაძლოა, სურთ გაექცნენ კომუნისტურ რეჟიმს.

კონფერენციაზე გამოსვლისას, მილეიმ ასევე მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის და მისი ცნობილი საცეკვაო მოძრაობა გაიმეორა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა