,ვისკის” საქმეზე დაკავებული და გირაოთი გათავისუფლებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაცია გორის მერიის სპორტის სააგენტოში დაადასტურეს.
ბორის გოგიჩაიშვილი საპატიმროდან სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. მას სიმსივნე ჰქონდა.
იგი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციას. იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.
ალკოჰოლის და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ფაქტზე დაკავებული ბორია გოგიჩაიშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგობლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.
პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.











