უცხოური მედია

„რუსეთს ვუყურებდი“: ტრამპმა ვეტერანთა დღის გამარჯვების დღედ გადარქმევა გადაწყვიტა

ვეტერანთა დღეს, 11 ნოემბერს ასევე დაერქმევა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, – განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონთან ახლოს, არლინგტონის სასაფლაოზე გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ცოტა ხნის წინ ღონისძიებაზე ვიყავი და დავინახე, რომ საფრანგეთი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ზეიმობდა, ჩვენ კი – არა… და გადავწყვიტე, რომ ახლა ჩვენ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გამარჯვების დღეებსაც აღვნიშნავთ. შეიძლებოდა მრავალი სხვაც აღგვენიშნა, მაგრამ დავიწყოთ ამ ორით,“ – თქვა პრეზიდენტმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ იდეისკენ სხვა ქვეყნების ზეიმებმა უბიძგა. „გაერთიანებულ სამეფოს ვუყურებდი. რუსეთს ვუყურებდი,“ – განაცხადა მან.

პირველ მსოფლიო ომში აშშ 1917 წელს ჩაება და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის დასრულებაში – მათ შორის მონაწილეობდა „ასი დღის შეტევაში“, რომელიც გერმანული ჯარების დამარცხებით დასრულდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა