აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ ფიცჯერალდ კენედის (JFK) ერთადერთმა შვილიშვილმა, ჯეკ შლოსბერგმა (Jack Schlossberg), პოლიტიკაში მოსვლისთვის ემზადება. 32 წლის დემოკრატმა კონგრესის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა, ნიუ-იორკის მე-12 ოლქში (NY-12), რაც ფართო საარჩევნო კამპანიის დასაწყისს ნიშნავს.
შლოსბერგის გადაწყვეტილება მოჰყვა მრავალწლიანი კონგრესმენის, ჯერი ნადლერის პენსიაზე გასვლას. ნადლერმა მხარდამჭერებს გაუგზავნა წერილი და The New York Times-ს განუცხადა, რომ კონგრესში დემოკრატების უმრავლესობა აუცილებელია „დემოკრატიული ნორმების აღსადგენად“ და ცხოვრების ხარჯებისა თუ კორუფციის პრობლემების მოსაგვარებლად.
შლოსბერგის პოლიტიკური გააქტიურება განპირობებულია მისი ბიძის, რობერტ ფ. კენედი უმცროსის(RFK Jr.) აქტიურობით ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ფონზე. ჯეკი საჯაროდ დაუპირისპირდა RFK Jr.-ს და დაადანაშაულა ის კენედის სახელის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებაში, რაც ოჯახის ისტორიულ მემკვიდრეობას აზიანებს.
“პრეზიდენტი ჯონ ფ. კენედი ჩემი ბაბუაა და მისი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია… თუ ჩემს ბიძაშვილს, ბობი კენედი უმცროსს, ეს მართლა ადარდებდა, ის ჯო ბაიდენს დაუჭერდა მხარს,” – განაცხადა შლოსბერგმა.
მიუხედავად იმისა, რომ შლოსბერგს აქვს იურიდიული განათლება (ჰარვარდის მაგისტრი და ადვოკატის გამოცდა ჩაბარებული), მისი საზოგადოებრივი ცნობადობა გაიზარდა პროვოკაციული სოციალური მედიის სტილით. ის ამბობს, რომ ინტერნეტში “გასარღვევად” საჭიროა მოულოდნელი და საკამათო გზავნილები. ის ამ მიდგომას იყენებს თავის ვებ-სერიალში “Test Drive”, სადაც პოლიტიკურ საკითხებს განიხილავს.
სენატორმა ჯერი ნადლერმა ეჭვქვეშ დააყენა შლოსბერგის კანდიდატურა, რადგან მას „საჯარო სამსახურში მიღწევები არ აქვს“. ამის საპასუხოდ, შლოსბერგმა სოციალურ მედიაში თავისი კვალიფიკაციის წარმოჩენა დაიწყო.
კონგრესის ამ დემოკრატიულად მიდრეკილ ოლქში მას მოუწევს ბრძოლა ნიუ-იორკის ასამბლეის წევრებთან და სხვა კანდიდატებთან.











