ვეტერანთა დღეს, 11 ნოემბერს ასევე დაერქმევა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღე, – განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონთან ახლოს, არლინგტონის სასაფლაოზე გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ცოტა ხნის წინ ღონისძიებაზე ვიყავი და დავინახე, რომ საფრანგეთი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ზეიმობდა, ჩვენ კი – არა… და გადავწყვიტე, რომ ახლა ჩვენ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გამარჯვების დღეებსაც აღვნიშნავთ. შეიძლებოდა მრავალი სხვაც აღგვენიშნა, მაგრამ დავიწყოთ ამ ორით,“ – თქვა პრეზიდენტმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ამ იდეისკენ სხვა ქვეყნების ზეიმებმა უბიძგა. „გაერთიანებულ სამეფოს ვუყურებდი. რუსეთს ვუყურებდი,“ – განაცხადა მან.
პირველ მსოფლიო ომში აშშ 1917 წელს ჩაება და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის დასრულებაში – მათ შორის მონაწილეობდა „ასი დღის შეტევაში“, რომელიც გერმანული ჯარების დამარცხებით დასრულდა.











