უცხოური მედია

უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილი აშშ-სთან 100 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტებს უხელმძღვანელებს

ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის 100 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებები გაფორმდა, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ამერიკულ-უზბეკური ბიზნესისა და საინვესტიციო საბჭოს შექმნის შესახებ. ინფორმაცია ქვეყნის მეთაურის ვებგვერდზე ვრცელდება.

საბჭოს მთავარ ამოცანად სახელდება ამერიკულ-უზბეკური პროექტების განხორციელების კოორდინაცია, ასევე სტრატეგიული ბიზნეს-ინიციატივების შემუშავება.

საბჭოს თანათავმჯდომარე იქნება მირზიოევის უფროსი ქალიშვილი, საიდა მირზიოევა, რომელმაც მიმდინარე წელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაიბარა. მანამდე ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკაში – მათ შორის, მოსკოვში ვიზიტისას შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიშუსტინს. პოლიტოლოგები აღნიშნავენ მის ძალისხმევას დასავლურ ქვეყნებთან კავშირების გასამტკიცებლად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა