ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის 100 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებები გაფორმდა, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა ხელი მოაწერა დოკუმენტს ამერიკულ-უზბეკური ბიზნესისა და საინვესტიციო საბჭოს შექმნის შესახებ. ინფორმაცია ქვეყნის მეთაურის ვებგვერდზე ვრცელდება.
საბჭოს მთავარ ამოცანად სახელდება ამერიკულ-უზბეკური პროექტების განხორციელების კოორდინაცია, ასევე სტრატეგიული ბიზნეს-ინიციატივების შემუშავება.
საბჭოს თანათავმჯდომარე იქნება მირზიოევის უფროსი ქალიშვილი, საიდა მირზიოევა, რომელმაც მიმდინარე წელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაიბარა. მანამდე ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკაში – მათ შორის, მოსკოვში ვიზიტისას შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიშუსტინს. პოლიტოლოგები აღნიშნავენ მის ძალისხმევას დასავლურ ქვეყნებთან კავშირების გასამტკიცებლად.











