უცხოური მედია

ლას-ვეგასში სახელგანთქმულ მოციგურავეს, სურია ბონალის, ყველა მედალი მოპარეს

უცნობმა პირებმა ფიგურული ციგურაობის ვარსკვლავს, სურია ბონალის, ათწლეულების განმავლობაში მოპოვებული ჯილდოების კოლექცია სახლიდან მოპარეს, იუწყება FOX 5. თავდამსხმელებმა ჩაამსხვრიეს ფანჯრები, გათიშეს სათვალთვალო კამერები და Wi-Fi. ისინი ოთხი დღის განმავლობაში ეზიდებოდნენ ძვირფას ნივთებს სახლიდან.

სურია ბონალი ამ დროს მინესოტაში იმყოფებოდა, სადაც კიბოთი დაავადებულ დედას უვლიდა. „ზოგჯერ ტირილი მინდება. ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ ჰგონია, რომ ჯობია რამე მოიპარო, ვიდრე იმუშაო “, – აღიარა მან.

მოპარულ ნივთებს შორის არის ევროპის და მსოფლიო ტურნირებზე მოპოვებული ჯილდოები. ახლა ევროპის ხუთგზისა და საფრანგეთის ცხრაგზის ჩემპიონი იმედოვნებს, რომ მისი ჯილდოები შესაძლოა, ლომბარდებში გამოჩნდეს. ბონალი არ აპირებს ლას-ვეგასის დატოვებას, სადაც მწვრთნელად მუშაობს.

ბონალი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ერთადერთი მოციგურავეა, რომელმაც ბექფლიპი (უკუსალტო) შეასრულა. 1998 წლის ზამთრის თამაშებზე, იაპონიაში, პროგრამის დასრულებისას მან მოულოდნელად უკუსალტო გააკეთა და ციგურის ერთ პირზე დაეშვა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა