საზოგადოება

ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვა და საკნისთვის შეძენილი მაცივარი თან გამოიყოლა

მსჯავრდებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვა. ოკრიბელაშვილმა ძალადობრივი დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგებას ხელი მოაწერა.

სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისას მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

ომარ ოკრიბელაშვილმა თან მაცივარი წამოიღო, რომელიც საპატიმროში ყოფნისას შეიძინა.

“რა თქმა უნდა, გასახარია, როცა ციხიდან გამოდიხარ, მხარს ვუჭერ სინდისის ყველა პატიმარს. ყველას ვუსურვებ, რომ მალე გამოვიდეს ციხიდან. არავის ვუსურვებ არასამართლიანი სასამართლოს მიერ გასამართლებას. ყველას განაჩენი არასამართლიანია… ვამაყობ რომ ხალხის გვერდით ვიყავი” ,- ამბობს ომარ ოკრიბელაშვილი.


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა