უცხოური მედია

სერიოზული დარღვევები – მეცნიერები ადასტურებენ, რომ ჰიტლერის დნმ გაშიფრეს 

ბათის უნივერსიტეტის მკვლევრებმა „წაიკითხეს“ ადოლფ ჰიტლერის დნმ და გამოავლინეს ფსიქიკური და ფიზიოლოგიური დარღვევების მთელი ნაკრები, რომლებითაც ის შესაძლოა, სიცოცხლეში იტანჯებოდა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ტესტებმა აჩვენა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD)განვითარების მაღალი რისკი, ასევე აუტიზმისბიპოლარული აშლილობის და შიზოფრენიის.

გარდა ამისა, ფიურერს შესაძლოა ჰქონოდა კალმანის სინდრომი – იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც არღვევს ტესტოსტერონის გამომუშავებას და სქესობრივ მომწიფებას. ამ მუტაციის ზოგიერთ მატარებელს ასევე შესაძლოა ჰქონდეს ანომალიურად მცირე ზომის სასქესო ორგანო.

მეცნიერები ამაში ხედავენ დადასტურებასა და ახსნას იმ ჭორებისა, რომ „ჰიტლერი მთელი ცხოვრების განმავლობაში არაკომფორტულად გრძნობდა თავს ქალებთან და, ალბათ, არასდროს შესულა ინტიმურ ურთიერთობაში“.

დნმ-ის ანალიზმა გააქარწყლა ჭორები ადოლფ ჰიტლერის ებრაული წარმომავლობის შესახებ.

კვლევის მასალად გამოყენებული იქნა სისხლის ნიმუშები ჰიტლერის ბუნკერიდან აღებული დივნის გადასაკრავის ნაჭრიდან. ისტორიული მასალა შემთხვევით შენარჩუნდა: სისხლიანი ქსოვილის ნაჭერი ტროფეის სახით ამოჭრა და თან წაიღო ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ, როზუელ როზენგრენმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა