უცხოური მედია

მიშელ ობამა: ამერიკა მზად არ არის ქალი პრეზიდენტისთვის

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა არ აპირებს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. პორტალ TMZ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განმარტა, რომ ქვეყანა ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ ქალმა უხელმძღვანელოს თეთრ სახლს. მისი თქმით, მოქალაქეებს „გაზრდა“ სჭირდებათ.

თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად, დემოკრატმა 2024 წლის არჩევნების შედეგები მოიყვანა. ობამას აზრით, დონალდ ტრამპმა დამაჯერებლად მოუგო კამალა ჰარისს, რადგან ამერიკელი მამაკაცები უბრალოდ ვერ ეგუებიან ძლიერ ქალს, რომელიც მმართველობის სადავეებს ხელში აიღებს.

ადრე აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა არ გამორიცხა, რომ 2028 წელს კვლავ იყრის კენჭს პრეზიდენტობაზე.

„მე ჯერ არ დამიმთავრებია“, — განაცხადა მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა