ყოფილი მეგობრების, ია ფარულავასა და ციცინო შურღაიას დაპირისპირება საზოგადოების ფართო განხილვის საგანი გახდა. კონფლიქტის ფონზე, ამერიკაში მცხოვრები აქტიური საზოგადოებრივი ფიგურა ცისნამი საყვარლიშვილი ია ფარულავას მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება.
დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ციცინო შურღაიამ განაცხადა, რომ ია ფარულავასგანშეიძინა ბინა, სადაც მსახიობი კატებთან ერთად ცხოვრობდა და საშინელი ანტისანიტარია იყო. მისი მტკიცებით, ამ დრომდე ვერ მოახერხა სახლის სუნისა და ცხოველების ტკიპებისგან გაწმენდა.
ცისნამი საყვარლიშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით მხარი დაუჭირა ფარულავას და ყურადღება შინაური ცხოველების თემასა და მეგობრობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საყვარლიშვილი პირად მაგალითზე საუბრობს შინაური ცხოველების სპეციფიკურ სუნზე და მიიჩნევს, რომ ეს სისუფთავის ნაკლებობას არ ნიშნავს.
„ადამიანები, ვისაც შინაური ცხოველები (ეს იქნება ძაღლი, კატა თუ სხვა) ჰყავთ და თან ისინი ძალიან უყვართ, დიდსულოვანი და კეთილი ადამიანები არიან, რამეთუ მათ უპირობო სიყვარული შეუძლიათ!
„მე ახლა სამი ძაღლი მყავს. მინდა თუ არ მინდა, მათ მაინც ასდით სუნი, მიუხედავად იმისა, რომ სუნამო-შამპუნებს არ აკლებს ჩემი ქმარი. წესრიგს და სისუფთავეს ყოველთვის ვიცავ, მაგრამ ცხოველებს თავისი სპეციფიკური სუნი მაინც აქვთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ბინძური ვარ ან მათ ვერ ვუვლი კარგად. ასე რომ, დაუკვირდით რას ამბობთ რა!“,-წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
პოსტში ცისნამი მადლიერებას გამოხატავს ია ფარულავას მიმართ და აღნიშნავს, რომ სწორედ მისი შოუს დამსახურებაა, რომ საზოგადოებამ გაიცნო. მანამდე, პირველი წარმატება 2015 წელს ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ მოუტანა.
ცისნამი საყვარლიშვილი გამოეხმაურა იმ კომენტარებსაც, თითქოს ია ფარულავა მას ინტერვიუს დროს დასცინოდა:
„რაც არ უნდა იყვიროთ, ჩემი პატივისცემა ქალბატონ იას. მე მისი დიდი მადლიერი ვარ, რამეთუ მისი დიდებული შოუს დამსახურებაა, რომ ხალხი მიცნობს… ინტერვიუს დროს გეკაიფებოდაო რომ მწერთ, სცდებით, დიდი პატივისცემით, თანაგრძნობითა და სიყვარულით შემხვდა. არაჩვეულებრივი იუმორი აქვს და ვინც მის იუმორს ვერ იგებთ, ცუდია.“
პოსტის დასასრულს, ცისნამი საყვარლიშვილი მეგობრობის თემას ეხება და აღნიშნავს, რომ ბევრი მეგობრის არყოლა სულაც არ არის სისუსტის ნიშანი:
„ბევრი მეგობარი კიდევ ადამიანს თუ არ ჰყავს, ეგ იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებულია და სულ არ სჭირდება არავინ. მე სულ ორი ძვირფასი მეგობარი მყავს ამ ქვეყანაში, დანარჩენი ნაცნობები არიან!
#girlspower #womenpower
წარმატებები ყველას. სიყვარულით, ცისნამი“












