უცხოური მედია

თვეში 26 ათასი ზარი: დაღესტნის მკვიდრი ე.წ. ქოლცენტრების ერთ-ერთი ყველაზე მასირებული შეტევის მსხვერპლი გახდა

დაღესტნის ერთ-ერთ მცხოვრებთან მომხდარი შემთხვევა, თაღლითური შეტევის მხრივ, ერთ-ერთ ურთულესად დასახელდა – სამი თვის განმავლობაში მან კრიმინალებისგან 26 ათასი სატელეფონო ზარი მიიღო. ამის შესახებ განცხადება კომპანია „ბილაინმა“  გააკეთა.

1960 წელს დაბადებულ მოქალაქეს თაღლითები ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ურეკავდნენ. მასირებული შეტევის მსხვერპლი ასევე გახდა პენზელი აბონენტი, 1983 წელს დაბადებული – მას 12 ივნისს, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე, 22 850-ჯერ დაურეკეს.

ოპერატორმა აღნიშნა, რომ სატელეფონო თაღლითები ყოველ ჯერზე ართულებენ თავიანთ დანაშაულებრივ სქემებს, რაც ყველაზე ხშირად ხანდაზმული ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ პერიოდში სულ განხორციელდა 233 მილიონი მავნე ზარი. „ბილაინმა“ მიმდინარე წელს თაღლითებისა და სპამერების მიერ განხორციელებული 3.5 მილიარდი ზარი დაბლოკა.

ამასთან, რუსეთში თაღლითებმა მოქალაქეების მოტყუებისთვის ახალი ხრიკის გამოყენება დაიწყეს – ისინი თავს მერიის თანამშრომლებად ასაღებენ. ისინი პენსიონერებს ურეკავენ და აცნობებენ შრომის ვეტერანებისთვის განკუთვნილი ე.წ. კომპენსაციის შესახებ, რომლის მისაღებად აუცილებელია პირად კაბინეტში რეგისტრაცია და პერსონალური მონაცემების კარნახი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა