საზოგადოება

რეზო კიკნაძე: ცივა- სამი პლედით გვძინავს, ამ გათბობას რატომ ზოგავენ არ ვიცი. გაცივდები და ვინ მოგცემს წამალს

აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული რეზო კიკნაძე “შაბათის ეთერისთვის” გამოგზავნილ წერილში ციხეთა სისტემაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში გათბობა ამ დრომდე არ ჩაურთავთ, ფანჯრიდან ცივი ჰაერი და ქარი შემოდის.

კიკნაძის თქმით, პრობლემაა ექიმისა მომსახურებისა და წამლების მიწოდების კუთხითაც.

„გათბობა ჯერ არ ჩაურთავთ, ფანჯრებიც ისეა გაკეთებული რომ ჩვეულებრივ შემოდის ქარი და ცივი ჰაერი. ღრიჭოებია იმხელა, ცივა ძალიან… სამ – სამი პლედით გვძინავს და ტანსაცმლით ვწვებით, ჰუდებით. მე კალათბურთს ვთამაშობ ხოლმე გასახურებლად. ეგრეა ყველა საკანში. ყინავენ პატიმრებს. ზაფხულში კი სიცხეში წვავდნენ. ამ გათბობას რატომ ზოგავენ არ ვიცი. გაცივდები და ვინ მოგცემს წამალს აქ. გუშინ ირაკლის [ნადირაძე] წნევა ჰქონდა, თავი უსკდებოდა, ბადრაგს ვუთხარი ექთანი გვინდა  წნევა აქვს კაცსთქო – კაიო. დილა გათენდა და ჯერ აქ არავინ მოსულა.  ექიმზე რამდენიც არ უნდა ითხოვო არ ჩამოგიყვანენ. ამ სართულს დღეს არ ეკუთვნის ექიმიო. ან გეტყვიან დღეს თქვენი რიგი არ არის და ზეგ მოვაო.  ანუ როცა მოკვდებით მოვაო. მე პირადად მაისიდან ვითხოვ ექიმთან შეხვედრას მაგრამ არ გამოდის. ექიმის საკითხი აქ ყველაზე საყურადღებოა“,-აცხადებს რეზო კიკნაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა