საზღავაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხემძღვანელი ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს. ალექსი ახვლედიანის განმარტებით, რიჟვაძე გერმანიაში სამკურნალო მიზნებით იმყოფება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, გუშინ მედიაში გავრცელდა. თუმცა როგორც ალექსი ახვლედიანი სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რიჟვაძის ოჯახი საცხოვრებლად არ გადასულა გერმანიაში.
„თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემა აქვს ისევ და ამიტომ, გერმანიაში, სხვა კლინიკაში წავიდა სამკურნალოდ. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობემები აქვს. პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე და ესაჭიროება დამატებითი მურნალობა. დარწმუნებული ვიყავით, რომ აღარ ჩაუდგებოდა სითხე, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში. საქართველოში რატომ არ უნდა ჩამოვიდეს, რა პრობლემაა!,-განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.











