უცხოური მედია

„დასამალი არაფერი გვაქვს“: მოულოდნელად, ტრამპმა რესპუბლიკელებს ეპშტეინის ფაილების გამჟღავნებისკენ მოუწოდა

„წარმომადგენლობითმა პალატამ უნდა მისცეს ხმა ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნებას, რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. დროა, თავი დავანებოთ ამ დემოკრატიულ მისტიფიკაციას, რომელიც რადიკალმა მემარცხენე შეშლილებმა შეთითხნეს, რათა ყურადღება გადაიტანონ რესპუბლიკური პარტიის დიდი წარმატებებისგან, მათ შორის ჩვენი ბოლოდროინდელი გამარჯვებისგან დემოკრატიულ შათდაუნზე“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი ეპშტეინის ფაილების საჯარო გამოქვეყნების წინააღმდეგი იყო. ის ამტკიცებდა, რომ დემოკრატები ამ საკითხს იმისთვის აყენებდნენ, რომ „დაემალათ თავიანთი წარუმატებლობები და შათდაუნის ნეგატიური შედეგები“.

რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა შეაგროვეს საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნების პეტიციის ქვეშ. ამ პეტიციას მხარი დაუჭირა მარჯორი ტეილორ გრინმაც, რომელსაც ტრამპმა სექს-დამნაშავის საქმის დოკუმენტების გამჟღავნების სურვილის გამო „შეშლილი“ უწოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა